კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი პირობები

1.1. სს ლიბერთი ბანკი (შემდგომში - ბანკი ან ჩვენ) მადლობას გიხდით ამ ვებ გვერდზე (შემდგომში - ვებ გვერდი) შემობრძანებისთვის და ჩვენი მომსახურებებით და პროდუქტებით დაინტერესებისათვის.

1.2. ქვემოთ მოცემულ ტექსტში სიტყვები “თქვენ” და “მომხმარებელი” ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.

1.3. თუ თქვენ იყენებთ ჩვენ მომსახურებას იგულისხმება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებს (შემდგომში - პირობები), ამასთან თუ თქვენთვის მიუღებელია წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, მაშინ არ უნდა ისარგებლოთ ჩვენი სერვისით (მათ შორის შეწყვიტოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდგომ/სხვა გვერდებზე გადასვლა).

1.4. თუ თავად მომხმარებელსა და ბანკს შორის არსებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, წინამდებარე პირობები ავტომატურად მოქმედებს ბანკის სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა მომხმარებელმა მიიღოს მატერიალური (გადასახდელის გადახდა, ფულადი გზანვილი გაგზავნა/მიღება, თანხის კონვერტაცია და სხვა) ან/და ელექტრონული (ვებ-ბრაუზერი, ვებ-გვერდი, ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, ბანკის მობილური აპლიკაციები, სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკომატი ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) ფორმით.

1.5. პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ მას.

2. პირობების მოქმედების მიზანი

2.1. ჩვენ და ჩვენი აფილირებული პირები ვალდებულებას იღებენ, დაიცვან პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვაგროვებთ თქვენგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პირობები, რომ თქვენთვის განგვემარტა, თუ როგორი ტიპის ინფორმაციას და რა საშუალებით შევაგვროვებთ მომხმარებლებისგან, ასევე, თუ რა მიზნით შეაგროვებს, გადასცემს ან გაამჟღავნებს ბანკი ამ მონაცემებს. ბანკი იღებს წინდახედულობის ზომებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2.2. პირობების მიზანია განგიმარტოთ თქვენ როგორც მომხმარებელს, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე. მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

2.3. ჩვენ მიერ ელექტრონულ არხებში (ვებ-ბრაუზერი, ვებ-გვერდი, ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, ბანკის მობილური აპლიკაციები, სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკომატი ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე მოიცავს თქვენი აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონულ არხით სარგებლობისას თქვენი ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, პროდუქციის არჩევანის სიხშირის ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკურ მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და თქვენ მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. თქვენი ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.

2.4. გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები არ ვრცელდება ნებისმიერ ისეთ ინტერნეტ ვებგვერდზე, რომლებზე ბმულსაც ეს ვებ გვერდი შეიცავს, მაგრამ კონტროლირდება მესამე პირების მიერ, რომლებიც არ არიან აფილირებული ბანკთან (შემდგომში - მესამე პირების საიტები). ასეთ შემთხვევაში, თქვენ თავად უნდა გაეცნოთ მესამე პირების საიტების კონფიდენციალურობის განცხადებებს, რადგან ბანკი არ არის პასუხისმგებელი და არ აკონტროლებს მესამე პირების საიტების შემცველობას ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

3. ჩვენი პრინციპები კონფიდენციალურობასთან და ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

3.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების პატივისცემა და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობისთვის. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით ჩვენი პრინციპების გაცნობით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს უკეთ ეცოდინებათ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას და ამავე დროს ვიყენებთ ამ ინფორმაციას მომსახურებებისა და პროდუქტების მიწოდებისთვის.

3.2. ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ და გადავცეთ თქვენ შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები და ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირებს, წინამდებარე პირობების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში.

3.3. განგიმარტავთ, რომ პერსონალური მონაცემების და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, (ა) რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო და (ბ) რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად.

3.4. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ ჩვენ მთელი სერიოზულობით დავიცავთ ყველა მომხმარებლის კონფიდენციალურობას და საიდუმლოებას. ჩვენ გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შესაბამისობაშია მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. ჩვენ შემუშავებული გვაქვს შიდა პოლიტიკა და პროცედურები იმისათვის, რომ დავიცვათ მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და შევასრულოთ შესაბამისი წესებისა და ნორმების მოთხოვნები. ჩვენი თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ ამ პოლიტიკას, პროცედურებს, წესებსა და ნორმებს.

3.5. ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ და შევინახოთ მომხმარებლის ინფორმაცია მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის. ჩვენ მიერ მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე, რაც, ჩვენი აზრით, აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის, ჩვენი საქმიანობის წარმართვისთვის, რისკების მართვისთვის, ჩვენი მომსახურებებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის. ამასთან, იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც მომხმარებლის მიერ ბანკს მიეწოდა ელექტრონული არხების (ვებ-ბრაუზერი, ბანკის ვებ-გვერდი, ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, ბანკის მობილური აპლიკაციები, ბანკომატი, სწრაფი გადახდის აპარატი ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) საშუალებით, არ წყდება მომხმარებლის მიერ ამ მონაცემების ელექტრონული არხებიდან წაშლის შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემების შენახვა ასევე მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ბანკის მიზნებს და ინტერესებს ან/და გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

3.6. დროდადრო ჩვენ ვდებთ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიებთან ჩვენთვის გარკვეული მომსახურებების მოწოდების თაობაზე ან იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ ჩვენი მომსახურებებით და პროდუქტებით. ამ ხელშეკრულებების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ, მაგრამ ისინი ვალდებული არიან დაიცვან ეს ინფორმაცია და გამოიყენონ იგი მხოლოდ ჩვენ მიერ განსაზღვრული მიზნებით.

4. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება

4.1. ჩვენი მომსახურების სარგებლობის შედეგად, თქვენ ჩვენ გვანიჭებთ უპირობო უფლებას, თქვენი დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:

4.1.1. ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად საბანკო მომსახურების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.

4.1.2. ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად საბანკო მომსახურების მიზნით და ამ მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად მესამე პირებს (მათ შორის და არამარტო, მაკონტროლებელ/საზედამხედველო ორგანოებს, აუდიტორებს, პოტენციურ ცესიონერებს) გადასცეს ან/და მესამე პირებისაგან მიიღოს, ბანკისთვის აუცილებელი, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.

4.1.3. ბანკმა გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს ბანკის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია ან/და პერსონალური მონაცემები ბანკის შვილობილ, აფილირებულ ან სხვა ნებისმიერ მესამე პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით).

4.1.4. საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული და სს ,,კრედიტინფო საქართველოსთან” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204470740, შემდგომში - კრედიტინფო) ან/და სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე სუბიექტთან, შეთანხმებული წესით, ფორმით და ვადებში კრედიტინფოს მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე ვალის, ჯარიმის წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მომხმარებლის მიერ დავალიანებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო/საარბიტრაჟო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო/საარბიტრაჟო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს;

4.1.5. მისცეს თანხმობა კრედიტინფოს, რომ ბანკის მიერ კრედიტინფოსთვის მიწოდებული მომხმარებლის მონაცემები კრედიტინფომ გადასცეს მესამე პირებს, იმ პირობით, რომ ბანკის მიერ მიწოდებული მომხმარებლის მონაცემების მიწოდება მოხდება იმ პირებისთვის, რომლებიც თავადაც აწვდიან კრედიტინფოს აღნიშნული ხასიათის მონაცემებს და რომელთაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება კრედიტინფოსთან;

4.1.6. მოიძიოს, მიიღოს და გამოიყენოს კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში არსებული მომხმარებლის მონაცემები.

5. პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება

5.1. ჩვენი მომსახურების სარგებლობის შედეგად, თქვენ ჩვენ გვანიჭებთ უფლებამოსილებას, ბანკში დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, მანამ სანამ ბანკი მომხმარებლისგან არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას.

5.2. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და მომხმარებელი არ იქნება უფლებამოსილი ბანკს მოსთხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები მომხმარებელს მიეწოდება უშუალოდ ბანკის მომსახურების წერტილებში (მაგ. სარეკლამო ბანერი, ფლაერი, ზეპირი შეთავაზება და სხვა) ან ბანკის კუთვნილ (ბანკთან ასოცირებულ) ელექტრონულ არხებში (მათ შორის ბანკომატი, ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი და სხვა).

6. მესამე მხარისგან ვებგვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

6.1. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვებ-გვერდზე მუშაობის დასრულების შემდეგ არ მოხდება სისტემიდან ავტომატურად გამოსვლა და სესიის დასრულებამდე მისი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით ზემოთხსენებულ საკითხზე.

6.2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ განვსაზღვროთ და შევცვალოთ სესიის მოქმედების ვადა და პირობები.

7. ინფორმაცია ვებგვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებით

7.1. ამ ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემები და კომპიუტერული პროგრამები, ჩვეულებრივი ფუნქციონირებისას, აგროვებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს. აღნიშნული მონაცემები არის ის მონაცემები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაეცემა ხოლმე (TCP/IP პროტოკოლზე დაფუძნებული) ინტერნეტით სარგებლობისას.

7.2. ეს ინფორმაცია არ გროვდება შესაბამის პირებზე მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, მაგრამ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მესამე პირების მიერ მონაცემთა დამუშავებისა და დახარისხების გზით, შესაძლებელია მისი მეშვეობით მოხდეს ინტერნეტ გვერდების მომნახულებელი მომხმარებლების იდენტიფიცირება.

7.3. ამ ტიპის ინფორმაცია მოიცავს ვებგვერდზე შემსვლელი მომხმარებლების კომპიუტერების ინტერნეტ პროტოკოლის მისამართებს (IP address) და დომენების სახელწოდებებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (რესურსების იდენტიფიცირების ერთიან ფორმატში – URL ფორმატი), მოთხოვნის დროს, მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მოთხოვნის მიწოდება სერვერისთვის, პასუხად მიღებული ფაილის ზომას, სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის მდგომარეობის ამსახველ ციფრულ კოდს (დასრულებულია წარმატებით, შეცდომებით, ა.შ.) და სხვა პარამეტრებს, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციულ სისტემასთან და მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციის მიზნებისთვის, რაც შეეხება ვებგვერდის გამოყენებას და ვებგვერდის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კონტროლს.

7.4. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირების დასადგენად, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ქმედებებისა, რომლებიც მიიჩნევა კომპიუტერულ დანაშაულად და რომლებიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდს ან IT ინფრასტრუქტურას ან სხვა დაკავშირებულ ან ბმულებით გადასასვლელ ვებგვერდებს. თუ ასეთი გამოძიება არ მიმდინარეობს, ინტერნეტ ქსელთან კავშირის ამსახველი მონაცემები ნადგურდება რამდენიმე დღეში.

8. მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული მონაცემები

8.1. როდესაც მოთხოვნილია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა ბანკის მისამართების ნაწილში მითითებულ მისამართებზე, მოთხოვნის შესასრულებლად აუცილებელია მომთხოვნის ზოგიერთი პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის მომთხოვნის ელექტრონული მისამართის.

8.2. ცალკეული შეტყობინებები შემაჯამებელი სახით მუდმივად შეიტანება ან აისახება იმ ვებ გვერდებზე, რომელიც სთავაზობს ცალკეულ მომსახურებებს, რომელსაც მომხმარებელი იყენებს.

9. სერვერის მიერ შექმნილი მოკლე საინფორმაციო ფაილები (cookies)

9.1. ბანკის ვებგვერდი შეიცავს ქუქის. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

9.2. არსებობს ორი ტიპის ქუქი. პირველი ტიპი, რომელსაც მყარ ქუქის (persistent cookies) უწოდებენ, ინახავს ფაილს თქვენ მყარ დისკზე გარკვეული დროით. ბანკი იყენებს მყარ ქუქის იმისათვის, რომ დააფიქსიროს მნახველის ნავიგაცია ვებგვერდზე და შეაგროვოს სტატისტიკური მონაცემები.

9.3. ქუქის სხვა ტიპი, რომელსაც სესიის ქუქი (session cookie) ეწოდება, ინახება მხოლოდ იმ ხნის განმავლობაში, რა დროშიც თქვენ ახდენთ ნავიგაციას ვებგვერდზე. ბანკი ინტერნეტ მომსახურების გამოსაყენებლად თქვენ უნდა დაეთანხმოთ სესიის ქუქის გამოყენებას. სესიის ქუქის ბანკი იყენებს იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო როდესაც თქვენ დატოვებთ ბანკის ვებგვერდს ან დახურავთ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (browser) – სესიის ქუქი თავისით წაიშლება.

9.4. თუ თქვენ არ დაეთანხმებით ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სანავიგაციო პროგრამის (Interenet Explorer, Mozila Firefox, Google Crome და სხვა) უსაფრთხოების რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ დაეთანხმებით სესიის ქუქის გამოყენებით მუშაობას, თქვენ ვერ შეძლებთ საბანკო ტრანზაქციების და სხვა მოქმედებების შესრულებას ბანკის ვებგვერდზე.

10. პირადი მონაცემების გადაცემის ფაკულტატური ხასიათი ვებ-გვერდით სარგებლობისას

10.1. გარდა ზემოხსენებული სანავიგაციო მონაცემებისა, მომხმარებლებმა შეიძლება თავიანთი პირადი ინფორმაცია შეიტანონ ვებ გვერდზე ცალკეული სერვისების განყოფილებებში განთავსებულ ელექტრონული მოთხოვნის ფორმებში. გაითვალისწინეთ, რომ ამ მონაცემების შეტანის გარეშე თქვენი მოთხოვნების დამუშავება შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს.

11. დამუშავების პროცედურები და უსაფრთხოების ღონისძიებები ვებ-გვერდით სარგებლობისას

11.1. პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობით. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება. ცალკეული მომსახურებებისთვის განკუთვნილ ვებგვერდის განყოფილებებში, სადაც აუცილებელია მოსარგებლე მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების შეტანა, ხდება მონაცემთა დაშიფვრა უსაფრთხო მიერთების პროტოკოლად (Secure Sockets Layer– SSL) წოდებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის გამოყენებით. SSL ტექნოლოგია კოდებად გარდაქმნის ინფორმაციას მის ინტერნეტში გაგზავნამდე, მომხმარებლის კომპიუტერსა და ბანკის ცენტრალურ სისტემებს შორის. შედეგად ეს ინფორმაცია გაუგებარი ხდება არაუფლებამოსილი პირებისთვის და ამ გზით ხდება გადაცემული ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. SSL ტექნოლოგიის გამოყენებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამა (browser) იძლეოდეს მინიმუმ 128 ბიტის მოცულობის უსაფრთხოების გასაღებების “გაცვლის” შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო დაკავშირება ზემოაღნიშნული წესით ბანკის ცენტრალურ სისტემებთან.

12. რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტის მეშვეობით მონაცემთა გადაგზავნის შესახებ

12.1. ზოგადად, ინტერნეტი არ ითვლება უსაფრთხო გარემოდ, ხოლო ინტერნეტის მეშვეობით გადაცემულ ინფორმაციაზე შეიძლება წვდომა ჰქონდეს არაუფლებამოსილ მესამე პირებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, შინაარსის შეცვლა ან ტექნიკური დეფექტი. მაშინაც კი, როდესაც გამგზავნიცა და მიმღებიც ერთი და იგივე ქვეყანაში იმყოფებიან, ინტერნეტით გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების გავლით და გაიაროს იმ ქვეყანაში, სადაც მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა უფრო დაბალ დონეზეა თქვენს საცხოვრებელ ქვეყანასთან შედარებით.

12.2. გაითვალიწინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როდესაც ის ინტერნეტის მეშვეობით გადაეცემა ბანკს. თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი შეხედულებისამებრ, აირჩიოთ ბანკთან კომუნიკაციის სხვა საშუალება.

13. საავტორო უფლებები

13.1. თქვენ აცხადებს თანხმობას, რომ თქვენ მიერ ბანკის ვებ-გვერდზე, ინტერნეტ ბანკში, მობილ ბანკში, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული თქვენი მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება ბანკის საკუთრებად და ბანკი აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს.

14. არასრულწლოვნები

14.1. ბანკი არ მოქმედებს განზრახ მისი მომსახურების არხების გამოყენებით 18 წლამდე ასაკის პირებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით.