ლოიალობის პროგრამით სარგებლობის პირობები

ლოიალობის პროგრამით სარგებლობის პირობები

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ლოიალობის პროგრამით სარგებლობის პირობები
 
1.        შესავალი

1.1.    წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ლიბერთი ბანკის კლიენტის მიერ ლოიალობის პროგრამით სარგებლობის პირობებს (შემდგომში - პირობები) და წარმოადგენს ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ხელშეკრულებ(ებ)ის (მათ შორის საბანკო ანგარიშების მომსახურების ხელშეკრულებების) დანართს.

1.2.    ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პირობებში გათვალისწინებული წესები, ტარიფები ან/და სხვა შემადგენელ დოკუმენტებში მოყვანილი წესები, პირობები ან/და ტარიფები იმისთვის, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ბანკში დადგენილ ახალ წესებთან, შეცვლილ საბაზრო პირობებთან, საბანკო პრაქტიკასთან ან/და შესაბამის კანონმდებლობასთან.

2.        ტერმინთა განმარტებები

2.1.    თუ წინამდებარე პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან/და მისი (პირობების) კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ქვემოთმოცემულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:

2.1.1.    ანგარიში - ბანკში გახსნილი კლიენტის საბანკო ანგარიში;

2.1.2.    აქცია - ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების/მერჩანტების მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებული „ქეშბექი“ ან/და „ფასდაკლება“;

2.1.3.    ბანკი - სს “ლიბერთი ბანკი”, საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304;

2.1.4.    ვებ-გვერდი - ბანკის ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდი - www.myliberty.ge, რომელზეც განთავსებულია მერჩანტების მიერ, ბანკთან შეთანხმებით კლიენტებისათვის შეთავაზებული აქციები;

2.1.5.    კლიენტი - ფიზიკური პირი, რომელსაც გახსნილი აქვს ბანკში ანგარიში და სარგებლობს საბანკო მომსახურებით;

2.1.6.    კომპანია ან მერჩანტი - ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც მის  (კომპანიის) სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში  ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათებით, ბანკის პოს-ტერმინალზე გადახდის ოპერაციების შესრულების შემთხვევაში, კლიენტს სთავაზობს აქციებს/შეღავათებს;   

2.1.7.    ლოიალობის პროგრამა - ბანკის ან/და მისი აფილირებული პირების ბონუს პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ბანკის  ფიზიკური პირი - კლიენტებისთვის და კლიენტს შესაძლებლობას აძლევს ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათით ბანკის პოს-ტერმინალზე ანგარიშსწორების შემთხვევაში მიიღოს Cashback ან/და ფასდაკლება, ლოიალობის ვებ-გვერდზე განთავსებული, ბანკის კონტრაქტორი კომპანიების კომერციულ ობიექტებში;

2.1.8.    Cashback ან ქეშბექი - ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, კლიენტის ანგარიშზე დასაბრუნებელი, კომპანიის მიერ ბანკისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში;

2.1.9.    ფასდაკლება - ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მერჩანტის მიერ ვებ-გვერდზე განსაზღვრული  კლიენტის მიერ მომხმარებლისთვის განსაზღვრული შაღავათის ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პოს-ტერმინალით მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით;

3.        ლოიალობის  პროგრამით სარგებლობის ზოგადი პირობები

3.1.    ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ბანკი საშუალებას აძლევს კლიენტს ჩაერთოს ბანკისა და კომპანიების მიერ შემოთავაზებულ აქციაში/აქციებში და მიიღოს Cashback ან/და ფასდაკლება მერჩანტების სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათით, ბანკის პოს-ტერმინალზე ანგარიშსწორების შემთხვევაში.  

3.2.    ლოიალობის პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ბანკის  კლიენტის მიერ, რომელიც ფლობს აქტიურ მომხმარებელს ბანკის ინტერნეტ ბანკში ან/და სათანადო წესით რეგისტრირებულია ლოიალობის ვებ-გვერდზე. 

3.3.    ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად, კლიენტი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდზე, ბანკის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით ან გაიაროს რეგისტრაცია ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებული წესების შესაბამისად. ამასთან, ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში, კლიენტს ავტომატურად გაუაქტიურდება ბანკის ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი. 

3.4.    ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ქეშბექის ან/და ფასდაკლების მისაღებად, კლიენტი ვალდებულია გაიაროს ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და გაიაქტიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული მისთვის სასურველი აქცია/შეთავაზება. ამასთან, კლიენტი უფლებამოსილია გაიაქტიუროს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე აქცია. 

3.5.    თითოეული აქციის ვადები და პირობები კლიენტს შეუძლია იხილოს ვებ-გვერდზე, კონკრეტული აქციის გააქტიურებისას.

3.6.    კლიენტის მიერ აქციის ფარგლებში მისაღები ფასდაკლების ან/და ქეშბექის ოდენობა განისაზღვრება ვებ-გვერდზე განსაზღვრული კონკრეტული აქციის ტარიფის შესაბამისად და კლიენტის ანგარიშის პაკეტ(ებ)ის პირობების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

3.7.    ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, კლიენტთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს ან/და გააუქმოს როგორც ლოიალობის პროგრამით სარგებლობის  წესები და პირობები, ასევე ვებ-გვერდის მოხმარებისა და კონკრეტული აქცი(ებ)ის  მიღებისა და სარგებლობის წესები და პირობები. 

3.8.    ბანკი არ არის პასუხისმგებელი კომპანიის/მერჩანტის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული პროდუქტის ან/და გაწეული მომსახურების ხარისხზე.

3.9.    ლოიალობის პროგრამით სარგებლობა ავტომატურად წყდება, თუ კლიენტი დახურავს ბანკში არსებულ ყველა საბანკო ანგარიშს ან/და გაუქმდება კლენტის ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის პროფაილი.

4.        ფასდაკლება

4.1.    ფასდაკლების მისაღებად, კლიენტი ვალდებულია გაიაქტიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული  შესაბამისი ფასდაკლების აქცია. 

4.2.    სასურველი ფასდაკლების აქციის გააქტიურების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია აქციაში/შეთავაზებაში განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს გადახდა/გადახდები შესაბამისი მერჩანტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში, ბანკის პოს-ტერმინალზე, ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათით;

4.3.    კლიენტი ფასდაკლებას მიიღებს მომენტალურად და შესაბამის მერჩანტთან აქციის შესაბამის გადახდის ოპერაციის შესრულებისას ანგარიშიდან ჩამოეჭრება თანხა ფასდაკლების შესაბამისი ოდენობის გამოკლებით.  

4.4.    გადახდის ოპერაციის გაუქმების (რევერსალის) შემთხვევაში კლიენტს ანგარიშზე დაუბრუნდება რეალურად გადახდილი ოდენობა. 

4.5.    მერჩანტის მიერ კლიენტისათვის ისეთი ფასდაკლების, ქეშბექის ან/და სხვა სახის აქციის შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ლოიალობის პროგრამით, შესაძლოა არ მოქმედებდეს ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში კლიენტისათვის შეთავაზებული ფასდაკლების აქცია. 

5.        Cashback (ქეშბექი) 

5.1.  ქეშბექის მისაღებად,  კლიენტი ვალდებულია გაიაქტიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი ქეშბექის აქცია. 

5.2. სასურველი ქეშბექის აქციის გააქტიურების შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია აქციაში/შეთავაზებაში განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს გადახდა/გადახდები შესაბამისი მერჩანტის სავაჭრ/მომსახურების ობიექტში, ბანკის პოს ტერმინალზე. 

5.3.  გადახდის დადებითად დასრულების შემთხვევაში ბანკი კლიენტს ჩაურიცხავს აქციის შესაბამის ქეშბექის თანხას.

5.4.    კლიენტის ანგარიშზე ქეშბექის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ავტომატურად, კლიენტის იმ ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა გადახდის ოპერაციის შესრულება. 

5.6.  ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის ქეშბექის სახით ჩასარიცხი თანხა დაამრგვალოს უახლოეს მეასედებამდე;

5.7.  იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამ კონკრეტული გადახდის რევერსალი (გაუქმება), ბანკი უფლებამოსილია ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან ჩამოჭრას ჩარიცხული ქეშბექის შესაბამისი თანხა. 

5.8.   მერჩანტის მიერ, კლიენტისათვის ისეთი ფასდაკლების, ქეშბექის ან/და სხვა სახის აქციის შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ლოიალობის პროგრამით, შესაძლოა არ მოქმედებდეს ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში კლიენტისათვის შეთავაზებული ქეშბექის აქცია. 

6.        დასკვნითი დებულებები

6.1.    ბანკის წინასწარი შეტყობინების გარეშე კლიენტი უპირობოდ აცხადებს თანხმობას, რომ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუთმოს, გაყიდოს ან გადასცეს წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები, მოვალეობები და სარგებელი სხვა მესამე პირს. 

6.2.    იმ შემთხვევაში თუ ბანკი გამოიყენებს 6.1. პუნქტში მითითებულ უფლებას ან დააპირებს ამ უფლების გამოყენებას, კლიენტი თანხმობას აძლევს ბანკს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადასცეს კლიენტის ან/და კლიენტის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია სხვა მესამე პირს ან მასთან დაკავშირებულ პირს. აღნიშნული არ მოახდენს ზეგავლენას კლიენტის კანონისმიერ უფლებებზე.

6.3.    თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების იურიდიულ ძალაზე.

6.4.    წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

6.5.    ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში (მათ შორის ვებ-გვერდზე - www.myliberty.ge  განთავსებულ სტანდარტულ პირობებში) და აღნიშნულის შესახებ აცნობოს კლიენტს ბანკის საინფორმაციო საშუალებების (ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტის და ა.შ) მეშვეობით. 

6.6.    კლიენტის მიერ ბანკიდან ელექტრონული სახით მიღებულ ნებისმიერ შეტყობინებას აქვს წერილობითი ფორმით მიღებული შეტყობინების ძალა.

6.7.    ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ შეტყობინებების მიუღებლობაზე, თუკი იგი გაგზავნილი იქნა იმ მისამართზე ან იმ საკონტაქტო მონაცემების საფუძველზე, რომელიც კლიენტის მიერ წინასწარ არის მითითებული.

6.8.    კლიენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება ბანკის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

6.9.    პირობები შედგენილია ქართულ ენაზე.